საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, დღეს, არასამთავრებო ორგანიზაციებთან შეხვედრას გამართავს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ 2013 წლის გეგმების წარდგენას ეძღვნება.
ღონისძიება დღეს ,14:00 საათზე, სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.