ცხოველის დაკვლის პროცესზე ზედამხედველობას ვეტერინარი ექიმი განახორციელებს.
თუ ცხოველის დაკვლის პროცესი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს შეესაბამება, ვეტერინარი ექიმი ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის სერტიფიკატს გასცემს.
„ საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ შესაბამისი მუხლების ამოქმედების ვადების შესახებ დღეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
კოდექსის თანახმად, ვეტერინარი ექიმი საქმიანობის დაწყებამდე, შეტყობინებას გაუგზავნის სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სადაც მიუთითებს იმ ბიზნესოპერატორის დასახელებას, რომელთანაც ხელშეკულება აქვს და მისამართს, სადაც დაკვლის პროცესი ხორციელდება.
სააგენტო ვალდებული იქნება ვეტერინარს გადასცეს საიდენტიფიკაციო ბეჭედი ექიმის გვარით და სახელით, ასევე სააგენტოს მიერ ექიმისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდით.
კოდექსის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქართველოს მთავრობა „ბიოწარმოების შესახებ“ და „არაპროდუქტიული ცხოველების შესახებ“ დადგენილებებს მიიღებს.

















