საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქართველი ხალხის სურვილია და ეს მნიშვნელოვანია მათთვის არა მხოლოდ იმიტომ,
რომ ევროპული ინტეგრაცია მათი კეთილდღეობის საწინდარია, არამედ იმიტომაც, რომ, საქართველო საერთო ევროპული ფასეულობების მატარებელია.
ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ტორბიორნ იაგლანდტის განცხადებით, კი რეფორმები საქართველოში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
მისივე თქმით, ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივი მუშაობაა საჭირო.
„ევროპა ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროპულ სტრუქტურებში მისი გაწევრიანების თვალსაზრისით“ - განაცხადა იაგლანდტმა.

















