აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების კომისიის სხდომა ხვალ გაიმართება.
სხდომაზე, ანგარიშს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობის შესახებ, აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა წარმოადგენს.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს რეინტეგრაციის, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროების სათანადო სამსახურების ხელმძღვანელები.

















