სოციალური ქსელით საზოგადობასთან აქტიურ ურთიერთობას პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც იწყებს.
როგორც "ფეისბუქზე" პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, მისთვის კითხვით მიმართვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. პასუხებს პრემიერი მათ ყოველი თვის 20 რიცხვში ვიდეო ფორმატში გასცემს.
"ფეისბუქზე" გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ნიკა გილაური მოქალაქეების შეკითხვებს, მოსაზრებებსა და შენიშვნებს პირადად გაეცნობა.
"ფეისბუქის" საშუალებით საზოგადოებასთან აქტიური ურთიერთობა აქვს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს.

















