საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ზურაბ აბაშიძის, დავით საყვარელიძის და ზაზა პაპუაშვილის შემადგენლობით ხვალ,
ოფიციალური ვიზიტით, ბაქოში, სუამის ქვეყნების საპარლამენო ასამბლეის V სხდომაზე გაემგზავრება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები როგორც პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ასევე ბალტიის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან.
დეპუტატები საქართველოში 21 დეკემბერს დაბრუნდებიან.

















