საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დღეს  სტრასბურგში,  თვითმმართველობის სხდომაზე  სიტყვით გამოვიდა.
როგორც სააკაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი,  პრეზიდენტმა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და საერთო ფასეულობებზე,  ასევე ქვეყნის დემოკრატიულ,  სოციალურ-პოლიტიკურ  და მენტალურ ტრანსფორმაციაზე ისაუბრა. 
სტრასბურგის თვითმმართველობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი ქალაქის მერმა რონალდ რიესმა წარადგინა და საშობაო ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ ამასთან, ყურადღება მან ორ ქალაქს შორის არსებულ ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილა.  სხდომის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა მერიის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერიც დატოვა. რონალდ რიესმა საქართველოს პირველ პირს სიმბოლური საჩუქარი გადასცა“ - ნათქვამია „ფეისბუქის“ გვერდზე.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












