"საქინფორმის" მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი მისი მისამართით მუქარის გახშირებასა და თავდასხმაზე საუბრობს.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ინფორმაციით, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმის" მთავარ რედაქტორს თავს რედაქციაში დაესხნენ. ამ ფაქტს კი, თანამშრომლებთან ერთად საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თავდამსხმელებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.
ხიდირბეგიშვილის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვის შემდეგ, მის მობილურ ტელეფონზე, "საქინფორმის" ვებ-გვერდსა და სხვადასხვა სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი გზავნილები გახშირდა.
"თავისუფალი საქართველო" სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მედიის წარმომადგენელზე თავდასხმის ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

















