საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ დღეს  გრიგორი კარასინთან შეხვედრის შედეგების შესახებ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.
„1 ოქტომბერს ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილის მანდატი იყო სწორედ ის, რომ  რუსეთთან საერთო ენა  გამოგვენახა, მოსახლეობის დიდი ნაწილის განწყობა დღესაც ასეთია. ასეთივეა საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია და ისინი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მოგვარებას მიესალმებიან. ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი რადგან არ შეიძლება ვიყოთ რუსეთთან მუდმივ კონფრონტაციაში“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
 მისივე  თქმით, რიგ საკითხებთან მიმართებაში რუსეთთან დიალოგი გაგრძელდება.
„ჩვენ ავღნიშნეთ, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები ჩიხშია მოქცეული და საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსავალის ძიება“ - დასძინა აბაშიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი  რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში  ზურაბ აბაშიძე, გრიგორი კარასინს შვეიცარიაში, მიმდინარე წლის 14 დეკემბერს შეხვდა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












