საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, დღეს საქართველოში ერაყის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,  ტაიბ მუჰამედ ტაიბი მიიღო. 
ელჩი საქართველოში თავის მისიას უახლოეს დღეებში დაასრულებს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკას შორის ურთიერთობის არსებული მდგომარეობა და მათი  შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
მაია ფანჯიკიძემ ერაყის ელჩს მადლობა გადაუხადა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












