საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის პირველი შეხვედრა,
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან, დღეს შვეიცარიაში გაიმართება.
შეხვედრა არაფორმალურ ხასიათს ატარებს და მასზე მხარეები ტექნიკური სახის საკითხების განხილვას გეგმავენ.
როგორც ზურაბ აბაშიძემ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო მზად არის რუსეთის ფედერაციასთან სოლიდური და კონსტრუქციული დიალოგისთვის.
მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობის დალაგების პროცესი რთული და ხანგრძლივი იქნება და რეალური შედეგების მიღება სწრაფად მოსალოდნელი არ არის.

















