ლეიბორისტულ პარტიაში, ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათმა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა,
პარტიის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო, კატეგორიულად უარყოფენ.
როგორც „ნიუსპრესთან“ საუბარში პარტიის პრესსამსახურის უფროსმა ქეთი დოლიძემ განაცხადა, გაუგებარია საიდან მოდის ასეთი ხმები, მაშინ როცა პარტიის სრული შემადგენლობა, მუშაობას ჩვეულებრივად აგრძელებს. „ამ წუთებშიც ოფისში ვართ და ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ“ - განაცხადა დოლიძემ.

















