logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ალასანია შვედეთის და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
ირაკლი ალასანია შვედეთის და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
13:39 13.12.2012
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კარლ ბილდტი და ნიკოლაი მლადენოვი, ასევე პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიის უფროსი იაცეკ მიხალოვსკი დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო.

საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა შვედეთის, ბულგარეთისა და პოლონეთის დელეგაციებს ახალი მთავრობის საგარეო კურსი, თავდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმები და სამინისტროს ახალი პრიორიტეტები გააცნო. საუბარი შეეხო ასევე, ქვეყნებს შორის სამომავლო სამხედრო თანამშრომლობას, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ISAF-ის მისიაში მონაწილეობის საკითხებს.

„ჩვენ ვართ ნატოს პარტნიორები ავღანეთში. აქედან გამომდინარე, განვიხილეთ საქართველოს, ნატოს და ამ პარტნიორი ქვეყნების ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგია. ევროპელ სტუმრებს გავაცანით ძირითადი ხედვა, თუ როგორი ადაპტაცია და ცვლილებები იქნება თავდაცვის დოქტრინაში, როგორ განხორციელდება სამოქალაქო კონტროლი და რეალურად, როგორ წვლილს შეიტანს თავდაცვის უწყება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ ვისაუბრეთ რეზერვზე, ვინაიდან ეს საკითხი თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. რეზერვის სფეროს რეფორმირება კი არა, პრაქტიკულად ახლიდან შექმნა გვაქვს დაგეგმილი. ამ საკითხზე ჩვენ გავქვს ნორვეგიასთან საუბარი, მაგრამ არა შვედეთთან“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრი იარაღის შესყიდვის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ თავდაცვითი შეიარაღების შეძენაში აშშ-ის მხრიდან შეზღუდვა არ არის და გეგმით რაც დაგეგმილი იყო, ის განხორციელდება.

საქართველოში სამი ევროპული ქვეყნის დელეგაციის ვიზიტი შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ასევე გამართავენ შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

შვედეთის, ბულგარეთისა და პოლონეთის დელეგაციების ერთობლივი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა