თბილისის მერი გიგი უგულავა ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, სადაც მიმდინარე წელს, ავსტრიის ქალაქ ინსბრუკისა - თბილისის დაძმობილების 30 წლის იუბილე აღინიშნება.
მერიის ინფორმაციით, ამ თარიღთან დაკავშირებით, ინსბრუკსა და თბილისში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
ვიზიტის ფარგლებში, გიგი უგულავა ინსბრუკის მერს ქრისტინე ოპიც ფლორერის შეხვდა.
კოლეგასთან ერთად, თბილისის მერი დოკუმენტური ფილმის "ინსბრუკი- თბილსი მეგობრობის 30 წელი" პრემიერას დასეწრო. ფილმის ჩვენებამდე გიგი უგულავამ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

















