საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტის სასახლეში შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსს შეხვდა.
პრეზიდენტის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და განხორციელებული რეფორმები იყო. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი ფილიპ დიმიტროვიც ესწრებოდა.

















