შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი დონის ფორუმის ფარგლებში, მოსკოვში, საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილსა და გაი რაიდერის შორის შეხვედრა შედგა.
პროფკავშირების პრესსამსახურის ინფორმაციით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საქართველოში ჩამოსასვლელად მზადყოფნა გამოთქვა.
პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციითვე, შრომის სართაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ქართველ ხალხს - პროფკავშირების მოძულე ხელისუფლებისგან გათავისუფლება მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავს სიტუაციაში ბევრ ქვეყანაში პროფკავშირი საერთოდ გაქრა.
შრომის სართაშორისო ორგანიზაციის ხელმძვანელის თქმით, პროფკავშირის როლი უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან სწორედ ეს გაერთიანება ამხელდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს ხელისუფლებას უმსგავსო ქმედებებში.
შრომის სართაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ასევე მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს საქართველოს ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით არსებული პრობლემების გადაჭრაში.

















