ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, დემოკრატიის,
ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ტომას მელია და აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთრინ ნიუკომბი უკვე საქართველოში არიან.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უკვე შეხვდნენ.
კავკასიური ტურნეს ფარგლებში, სახელმწიფო მდივნის მოადგილე სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ესტუმრება.

















