საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წლის ყოველ დღეს
ქალთა დღედ აცხადებს.
პრეზიდენტის 8 მარტის მისალოცი ქალბატონებისადმი მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" პირად გვერდზე გავრცელდა.
"ზოგი ამბობს რომ 8 მარტი არ უნდა ვიზეიმოთ, რადგან კლარა ცეტკინის მოგონილი კომუნისტური დღესასწაულია, მაგრამ ჩემი აზრით, ყოველი დღე ისედაც ქალთა დღე უნდა იყოს, ამიტომ ქალბატონებო გილოცავთ!
გისურვებთ ბედნიერებას, კარგ განწყობას და იმას, რომ ყოველი ახალი დღე წინაზე უკეთესი იყოს. როგორც პრეზიდენტი, წელიწადის 365 დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ქალთა დღესასწაულად ვაცხადებ და კაცებს მოვუწოდებ - გავუფრთხილდეთ საქართველოს ამ უკეთეს ნაწილს!" - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის სადღესასწაულო მიმართვაში.

















