ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე,
დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ტომას მელია და აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთრინ ნიუკომბი რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, 12–13 დეკემბერს საქართველოს ეწვევიან.
ამერიკული დელეგაცია საქართველოს მთავრობის, აგრეთვე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
სახელმწიფო მდივნის მოადგილე სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ესტუმრება.

















