logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაცია ახალი შემადგენლობით გაემგზავრა
ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაცია ახალი შემადგენლობით გაემგზავრა
15:54 10.12.2012
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ - 22-ე რაუნდზე, რომელიც 12 დეკემბერს გაიმართება, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი გაემგზავრება.
როგორც „ნიუსპრესს“ სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, დისკუსიების ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მეორე სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფის შეხვედრაზე განხილული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების, იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებზე თავისუფლად გადაადგილების საკითხები და სხვა ჰუმანიტარული საჭიროებანი.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს ახალი მთავრობა, რომელიც ჟენევის დისკუსიებში პირველად მიიღებს მონაწილეობას ახალი შემადგენლობით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში შექმნილ ჟენევის დისკუსიების არსებულ ფორმატს და მზად არის, ხელი შეუწყოს მისი მუშაობის არა მხოლოდ გაგრძელებას, არამედ გააქტიურებას.
"იმედი გვაქვს, რომ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებთან მიმართებაში შევძლებთ გარკვეული პრაქტიკული ნაბიჯების სამუშაო რეჟიმში განხილვას, რაც ჟენევის პროცესს პოზიტიურ დინამიკას შესძენს. დღეს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. სწორედ ადამიანის უფლებები, ჰუმანური და ჰუმანიტარული განზომილებები უნდა იყოს ამოსავალი წერტილი. ადამიანის ძირითადი უფლებები და საჭიროებები არ უნდა დაზარალდეს რთული პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობის ფონზე" - აცხადებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ლეგიტიმური მთავრობების წარმომადგენლები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა