საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში ბელგიის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა ლუკა ტრუიენმა, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა.
სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საზეიმო ცერემონიალის შემდეგ შეხვედრაზე საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, ბელგიის მხარემ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, თავისი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

















