პოლონეთში, წმინდა გიორგი ფერაძის აღსრულებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,
წმინდა გრიგოლ ფერაძის მიერ ქართველი ხალხისთვის დატოვებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზავნილი რელიგებს შორის დიალოგს შეეხება.
„ეს განსაკუთრებით, ქართველ ქრისტიანებსა და ქართველ მუსლიმებს შორის, ქართველ ქრისტიანებსა და ზოგადად მუსლულმანურ სამყაროს შორის დიალოგს შეეხება.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიოში ბევრი მუსულმანი ქართველია, რომლებიც არ უნდა დავკარგოთ. ამ ხალხის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მისი კიდევ ერთი გაკვეთილია ის, რომ არ შეიძლება რაიმე სახით ვითმენდეთ, ან ვაღვივებდეთ ეთნოკონფლიქტებს, მით უმეტეს, საქართველოს შიგნით მუსულმანთა და ქრისტიანთა შორის. ეს დამღუპველია საქართველოსთვის და ძალიან საფრთხილო თემაა, რომელიც შეიძლება შეუქცევადი გახდეს თუკი არ მივხედავთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო არის მნიშვნელოვანი, ქრისტიანული ქვეყანა, რომელიც გახსნილია სხვა ნებისმიერი აღმსარებლობის წარმომადგენელთათვის, რომელიც კარგად ხედავს საკუთარ ადგილს ევროპასა და მსოფლიოში.

















