საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რომელიც მან პოლონეთში, წმინდა გრიგოლ ფერაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ გააკეთა,
როცა საქმე ებრაელ ხალხს ეხება, მეტი სიფრთხილე გვმართებს.
„ ჩვენთვის კიდევ ერთი გაკვეთილია ის, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მაშინ, როდესაც საქმე ეხება ებრაელებს და ისრაელს - ისრაელთან, კერძოდ, ისრაელის ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით, არ შეიძლება დაუფიქრებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები.
საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა და განსაკუთრებული დამოკიდებულება მართებს იმ ქვეყნებთან, რომელთან ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი, მრავალსაუკუნოვანი, ისტორიული ურთიერთობა“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

















