პირები, რომლებმაც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის 34² მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს,
დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან.
ამის შესახებ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
ასევე, პირებს, რომელთა მიმართ უკვე აღსრულდა ამ მუხლით დადგენილი ფინანსური სანქციები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯარიმის სახით გადახდილი თანხები უკან დაუბრუნდებათ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაცით, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილ, აღნიშნულ სამართალდარღვევათა საჯარიმო თანხა ჯამში 144 316 688 ლარს შეადგენს. ამ თანხებიდან 133 790 769 ლარი აღსრულების პროცესშია. სახელმწიფო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უკან დაუბრუნებს საურავის სახით გადახდილ 10 525 919 ლარსაც.

















