რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, დღეს ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს,
აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ცენტრალური აზიის საკრედიტო ოფიცერს - ტომას ტამოსაუსკასს და ეკონომიკის დეპარტამენტის ეკონომისტს - ლუკა გატინის შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა იმ პროექტების შესახებ იმსჯელეს, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურს სამინისტრო, ევროპის საინვესტიცო ბანკის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ახორციელებს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, განსაკუთრებული ყურადღება წყალმომარაგების რეაბილიტაციისა და მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე გამახვილდა. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და პრიორიტეტები.
საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით არაერთი პროქეტი ხორციელდება, რომელთა შორისაც, საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტებიცაა.

















