საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის და იმ განსაკუთრებული როლისთვის, რომელსაც ევროსაბჭო რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების კუთხით იჩენს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო–რუსეთის ურთიერთობების საკითხზე და თვითმმართველობების განვითარების აუცილებლობის შესახებაც ისაუბრეს.
პრესამსახურის ინფორმაციითვე, საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და გამოითქვა იმედი, რომ ახალი ხელისუფლება ღირსეულად გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას.

















