პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დღეს დეპუტატები ახალ სახალხო დამცველს აირჩევენ. სესიაზე კენჭს მხოლოდ ერთ კანდიდატს - უჩა ნანუაშვილს უყრიან.
უჩა ნანუაშვილი უმრავლესობის კანდიდატია. წინასაწარაა ცნობილი, რომ მას კენჭისყრაზე „ნაციონალური მოძრაობა“ მას მხარს არ დაუჭერს.
სახალხო დამცველის ვაკანტურ თანამდებობაზე სულ შვიდი კანდიდატი განიხილებოდა. რამდენიმე კვირის წინ, უმრავლესობა სახალხო დამცველობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ნინა ხატისკაცის პერსონაზე შეჯერდა, თუმცა დაახლოებით 1 კვირის წინ, ის უჩა ნანუაშვილით ჩაანაცვლა.
პლენარულ სხდომაზე დღეს, პირველი მოსმენით ამნისტიის შესახებ კანონპროექტსაც განიხილავენ.

















