logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ სააკაშვილი - საქართველო რუსეთის გავლენისკენ აღარ დაბრუნდება
მიხეილ სააკაშვილი - საქართველო რუსეთის გავლენისკენ აღარ დაბრუნდება
10:33 07.12.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართველმა ხალხმა დემოკრატიის გემო გაიგო და ის უკან, რუსეთის გავლენისკენ აღარ დაბრუნდება.

ეს განცხადება პრეზიდენტმა პოლონეთში ვიზიტის დროს გააკეთა, სადაც მან მონაწილეობა მიიღო კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, რომელიც წმ. გრიგოლ ფერაძისა და ჩერქეზების სახელს ატარებს და წმ. გრიგოლ ფერაძის გარდაცვალების 70 წლისთავთან დაკავშირებით მოეწყო.

„საქართველო უკან, რუსეთის გავლენისკენ აღარ დაბრუნდება, რადგან ხალხმა უკვე გაუგო გემო წარმატებას, დემოკრატიას, ხელისუფლების ცვლის დემოკრატიულ პროცესს და ეს არის ის, რასაც ევროპული საწყისი ქვია. ამ განვითარებაზე ხალხი უარს აღარ იტყვის. ჩვენი პოლიტიკაა გრძელვადიანი განვითარება, მშვიდობა და შესაძლებლობები რეგიონის თითოეული მკვიდრისთვის“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა საქართველოს სამომავლო მიზნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნისთვის უცლელია ის მისწრაფებები, რომელთა ერთგულიც გრიგოლ ფერაძე იყო - ეს არის მშვიდობა და რეგიონის თავისუფლება. მისი თქმით, გრიგოლ ფერაძე დღესაც წარმოადგენს თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოს და საქართველოც მის გზას უნდა გაყვეს. პრეზიდენტი ერთიანი კავკასიის იდეასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სწორედ ერთიანი კავკასია უნდა გახდეს მშვიდობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის სიმბოლო.

ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიხეილ საკაშვილმა ყვავილებით შეამკო იმ პროფესორ-მასწავლებელთა მემორიალი, რომლებმაც, გრიგოლ ფერაძესთან ერთად, თავი შეწირეს ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას.

არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე ვარშავის უნივერსიტეტში 1933-42 წლებში მოღვაწეობდა და იგი 1942 წლის 6 დეკემბერს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა