logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
,,ქართული პარტია“ საპარლამენტო კომისიის გადაწყვეტილებას და განმარტებებს ბუნდოვანს უწოდებს
,,ქართული პარტია“ საპარლამენტო კომისიის გადაწყვეტილებას და განმარტებებს ბუნდოვანს უწოდებს
13:52 06.12.2012
პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებით, რომლის ძალითაც, 215 პირს პოლიტპატიმრის ან პოლიტდევნილის სტატუსი მიენიჭა, „ქართული პარტია“ განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების პროექტის საფუძველზე, 190 ადამიანს მიენიჭა პოლიტპატიმრის, ხოლო 25 პირს კი, პოლიტდევნილის სტატუსი. ცხადია, მოხარულნი ვართ და ამას ყველა მათგანის ოჯახს ვულოცავთ.
აღნიშნული სიის ფორმირებაში წლების განმავლობაში აქტიურად ვიყავით ჩართულები, რადგან ყველაზე მეტნი, ამ ორივე სიაში, ჩვენი პარტიის წევრები იყვნენ.
ჯერ კიდევ 2007 წლიდან, ირაკლი ოქრუაშვილის ცნობილი განცხადებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენებისას, ყველა ის ოპოზიციონერი ლიდერი, ვინც დღეს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას წარმოადგენს, ცალსახად აღნიშნავდა, რომ ოქრუაშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი და შემდგომ დევნილი. მისი პოლიტიკური დევნილის სტატუსი, ასევე აღიარა საფრანგეთის სახელმწიფომ და საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას, გადაეცათ იგი ქართული მართლმსაჯულებისთვის, უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ აქ მას ფიზიკური განადგურების საფრთხეც კი ემუქრებოდა. ამის შესახებ დღევანდელ საპარლამენტო კომისიას, ყველაზე კარგად მოეხსენება. ირაკლი ოქრუაშვილი ყველა იმ სიაშია პოლიტპატიმრად, რომელსაც ადგენდნენ სხვადასხვა უფლებადამცავები 2007 წლიდან დღემდე. თუმცა, ამა წლის 20 ნოემბერს, როდესაც იგი დაბრუნდა საქართველოში, მას პოლიტპატიმრის სტატუსი ავტომატურად მოეხსნა და ასევე ავტომატურად უნდა ეღიარებინათ პოლიტპატიმრად.
გუშინ, 5 დეკემბერს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისიის წევრებისარაერთი ბუნდოვანი განმარტება მოვისმინეთ. გაურკვეველი დარჩა, მოხვდება თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი ამ სიაში. თუ პოლიტდევნილის სტატუსის მისაღებად, მას ქონდა ყველა საფუძველი, რა აღმოჩნდა, ან შეიძლება აღმოჩნდეს ხელისშემშლელი, პოლიტპატიმრის სტატუსის მისაღებად. ასევე გაუგებარია ჩვენთვის, ერთსა და იმავე, ე.წ. ,,ზილების რევოლუციის“ საქმეზე, ჩვენი წევრების კლასიფიკაცია: ნაწილი აღმოჩნდა სიაში, ნაწილი არა, ნაწილის სასამართლო პროცესი კი მიმდინარეობს“ - ნათქვამია განცხადებაში.
გვინდა შევახსენოთ კომისიას, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში, ბატონი ივანიშვილი აღნიშნავდა, რომ ოქრუაშვილთან დაკავშირებული ყველა პირი არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ამ ადამიანებს გაათავისუფლებდნენ.
საპარლამენტო კომისიას ვთხოვთ, გვაცნობოს ზუსტი თარიღი, როდის მოხდება ოქრუაშვილის და მასთან დაკავშირებული პირების საქმის განხილვა. ასევე, ყველა იმ უფლებადამცველ ორგანიზაციას, რომელიც წარმოდგენილია კომისიაში, ვთხოვთ დაესწროს ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებულ პროცესებს, სადაც ნათლად დაინახავენ სააკაშვილის რეჟიმის აჩრდილებს!...

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა