ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო "სახალხო კრებას" შეხვედრის ვიდეოჩანაწერის იმ ნაწილს მიაწვდის, რომელშიც "სახალხო კრების" წარმომადგენელთა პოზიციებია ასახული.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ბიზნესმენის ოფიციალური გვერდზე გავრცელდა.
ვიდეოჩანაწერს "სახალხო კრებას" დღეს გადასცემენ.
"სახალხო კრება" უფლებამოსილია მისი სურვილისამებრ გამოიყენოს ეს ჩანაწერი", - ნათქვამია ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილი "სახალხო კრების" და "ქართული აკადემიის" წევრებს საკუთარ რეზიდენციაში რამდენიმე დღის წინ შეხვდა.
"სახალხო კრების" წარმომადგენელმა ნონა გაფრინდაშვილმა ივანიშვილს შეხვედრის ვიდეოჩანაწერის სრული ვერსიის გამოქვეყნების თხოვნით მიმართა.
ივანიშვილის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერის ნაწილში ბიზნესმენი გასული წლის 26 მაისს განვითრებულ მოვლენებზე საუბრობს. ასევე, ნინო ბურჯანაძის მისამართით აღნიშნავს, რომ თუ ადამიანი თავისი მონაწილეობით საერთო საქმეს ვერ ეხმარება, არ უნდა დააზიანოს მაინც.

















