რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, დღეს,
ფონდი ”ლიბერალური აკადემია თბილისის” წარმომადგენელს ეკატერინე მრულიშვილსა და აღნიშნული ფონდის ესტონელ პარტნიორს კრისტინა მანდის შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა, ქვეყანაში პოლიტიკის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ესტონელი სტუმრის თქმით, ესტონეთში აღნიშნულ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას სწორედ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს კოორდინაციას სამოქალაქო სექტორთან და სხვა დარგობრივ სამინისტროებთან ერთად. მისივე თქმით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობა ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

















