საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ზუგდიდში იმყოფებოდა. 
როგორც პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, ქვეყნის პირველი პირი იმ სამშენებლო ობიექტებით დაინტერესდა, რომელთა მშენებლობებიც შეჩერებულია.
სააკაშვილმა მშენებლობების შეჩერებას ფაქტს უარყოფითი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ შეჩერებული მშენებლობების შედეგად, რეგიონში ათიათასობით სამუშო ადგილი იკარგება. მისი თქმით დაწყებული მშენებლობები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და აღმშენებლობის პროცესი ქვეყანაში არ უნდა შეფერხდეს.
„მე მინდა, რომ საქართველო განვითარდეს! “ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ზუგდიდში ყოფნის პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტი, მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












