უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ქუთაისს ეწვევა.
ბაქრაძე ქუთაისელ მხატვარ ქალთა გამოფენას დაათვალიერებს, სადაც რვა მხატვარი ქალის 30-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
პარლამენტის თავმჯდომარე ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრში სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას.

















