logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტში სამი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა
პარლამენტში სამი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა
18:07 04.12.2012
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებმა, გაერთიანებულ სხდომაზე, დღეს „საქართველის 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ებრალიძემ დეპუტატებს მიმდინარე წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების პარამეტრები წარუდგინა, რის შემდეგაც სამივე კომიტეტის წევრებმა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთობლივი განხილვის დასრულების შემდეგ, მუშაობა გააგრძელა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, რომელმაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტი განიხილა. პროექტის ინიციატორის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისეთი ძირითადი მიმართულებების პოპულარიზაციის მიზნით, როგორიცაა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, აუცილებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე სათემო ლიცენზიის მფლობელთა ეთერით უსასყიდლო და არადისკრიმინაციული სოციალური რეკლამისათვის განკუთვნილი საათში 60 წამიდან 10 წამი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეკლამას დაეთმოს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კომიტეტის შემადგენლობაში მაია ფანჯიკიძის ელისო ჩაფიძით ჩანაცვლების საკითხსაც.
გარდა ამისა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარედ გია ვოლსკის არჩევის გამო, მის ნაცვლად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თამჯდომარის მოადგილის თანამდებობას ანი მიროტაძე დაიკავებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა