პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კიმიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე ახალი ფრაქციის „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ რეგისტრაციის საკითხი განიხილა.
ახალი ფრაქციის შექმნას კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს. ფრაქციას გიგა ბუკია უხელმძღვანელებს, მდივანი კი რევაზ შავლოხაშვილი იქნება.
ექვსწევრიანი ფრაქციის შემადგენლობაში "კონსერვატორების" ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, მისი თანაპარტიელები ბიძინა გუჯაბიძე, გიგა ბუკია, მერაბ კაჭახიძე და პაატა კვიჟინაძე, ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული რევაზ შავლოხაშვილი გაერთიანდნენ.
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე სხვა საორგანიზაციო საკითხიც განიხილა.

















