პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კიმიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე ახალი ფრაქციის „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ რეგისტრაციის საკითხი განიხილა.
ახალი ფრაქციის შექმნას  კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს. ფრაქციას გიგა ბუკია უხელმძღვანელებს, მდივანი კი რევაზ შავლოხაშვილი იქნება. 
ექვსწევრიანი ფრაქციის შემადგენლობაში "კონსერვატორების" ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, მისი თანაპარტიელები ბიძინა გუჯაბიძე, გიგა ბუკია, მერაბ კაჭახიძე და პაატა კვიჟინაძე, ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული რევაზ შავლოხაშვილი გაერთიანდნენ. 
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე  რამდენიმე სხვა საორგანიზაციო საკითხიც განიხილა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












