"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებაში" შესაძლო შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს.
ამით ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ, მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბიზნესმენი საერთო საქმისთვის ხელის შეშლაზე აკეთებს აქცენტს.
"განცხადება იმის თაობაზე, რომ "ქართულ ოცნებას" ვინმე ხელს უშლის, შესაძლოა, იმის დასტურია, რაც პრესაში "ქართული ოცნების" შიდა პრობლემების შესახებ იწერება. თუ ასეთი დინამიკა გაგრძელდა, შესაძლებელია, ვერ მივიღოთ ის შედეგი, რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა "ქართული ოცნებისგან" ელოდება", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
იგი ვარაუდობს, რომ "ქართულ ოცნებაში" შიდა პრობლემები არსებობს, რომლის გადაბრალებასაც ისინი ორგანიზაციის გარეთ მყოფ პირზე ცდილობენ.

















