logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ეკა ბესელია დიპკორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ეკა ბესელია დიპკორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
16:28 30.11.2012
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დღეს დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დევნილი პირების სიასთან, ასევე "ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებით შემაჯამებელი მოხსენება გააცნო.
ბესელიას განცხადებით, სამუშაო ჯგუფმა, რომელიც კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე 1 ნოემბერს შეიქმნა, სხვადასხვა პირთა და მათი ადვოკატების განცხადებები შეისწავლა. სტატუსის მისანიჭებლად პირების სია ძირითადად იმ განცხადებების საფუძველზე შედგა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჯერ კიდევ სამუშაო ჯგუფის შექმნამდე იყო შესწავლილი.
როგორც ბესელიამ სტუმრებს განუმარტა, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დევნილი პირების სტატუსის მინიჭებისას კომიტეტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებით და ევროპის საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს.

მისივე განცხადებით, სამუშაო ჯგუფმა საბოლოო ჯამში 200-ზე მეტი ადამიანის საქმე განიხილა. წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, 185 პირი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად მიიჩნიიეს, ხოლო 22 - პოლიტიკური ნიშნით დევნილად. მისივე თქმით, ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების სამართლებრივ მექანიზმს პარლამენტი შეიმუშავებს, დადგენილების სახით განიხილავს და მიიღებს.

ეკა ბესელიას განმარტებით, სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, პოლიტპატიმრებად აღიარებულ პირებს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ექნებათ.
რაც შეეხება "ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტს, ეკა ბესელიას ინფორმაციით, სხვადასხვა უწყებიდან უკვე შემოსულია გარკვეული შენიშვნები და წინადადებები, რომელთა განსაზღვრული ნაწილი კანონროექტში გათვალისწინებული იქნება. "აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა