ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, დღეს სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ კი გერმანიის მარშალის ფონდში სიტყვით გამოვა.
ვიზიტის ფარგლებში, მაია ფანჯიკიძემ უკვე გამართა შეხვედრები, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან, კონგრესმენებთან და ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველთან.
დღესვე მაია ფანჯიკიძე „ვაშინგტონ პოსტი“-ს ჟურნალისტებსაც შეხვდება.

















