სასტუმრო „რედისონში“ დღეს,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, „რეგიონული პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში“ შეხვედრა გაიმართება.
რეიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის დისკუსიების მთავარი მიზანი,  საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკომისიას შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარება და საქართველოში რეგიონული პოლიტიკის სამომავლო ფორმულირების შესაძლო ვარიანტების შესწავლაა.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












