ჯანდაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის განცხადებით, ბოლო 16 წლის განმავლობაში, საქართველოში დიაბეტის გართულებებით არც ერთი ბავშვი არ დაღუპულა.
აღნიშნული განცხადება მან პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
ანდრია ურუშაძის თქმით, ეს იმით არის განპირობებული, რომ სახელმწიფომ ამ კატეგორიის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ პოლიტიკა გააუმჯობესა და მათ დასახმარებლად ბევრი რამ გაკეთდა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოში სახელმწიფო ზრუნვის გარეშე არც ერთი ბავშვი არ დარჩება.
"9 მარტს, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხზე ახალ სტრატეგიას წარვადგენ", - აღნიშნა ურუშაძემ.

















