რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მინისტრის  მოადგილემ შოთა მურღულიამ, დღეს  ევროკავშირის დელგაციის წევრებთან შეხვედრა გამართეს. 
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონულ განვითარებისა და  დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებული  საკითხები განიხილეს, ისაუბრეს აგრეთვე თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობასა და 2013 წლისთვის  დაგეგმილ ღონისძიებებზე.
განიხილეს ევროპაში სასწავლო ვიზიტების საკითხიც, სადაც ევროპულ გამოცდილებას რეგიონულ განვითარების კუთხით მომუშავე საქართველოს პარლამენტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამინისტროს წარმომადგენლები გაიზიარებენ  .
პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა სამომავლოდ  თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












