logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის მერია ირაკლი ღარიბაშვილს უპასუხისმგებლო პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს
თბილისის მერია ირაკლი ღარიბაშვილს უპასუხისმგებლო პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს
13:50 29.11.2012
თბილისის მერია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მედიით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადების ტექსტს „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ტელეკომპანია მაესტროს ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას თბილისის მერია უსაფუძვლოდ მიიჩნევს. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულის პრევენცია და ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირება, მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა და ამ პასუხისმგებლობის ქალაქის თვითმმართველობის ორგანოებზე დაკისრება, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი კი, რომელიც სამინისტროს სისტემაში შემავალ ერთ-ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს, მხოლოდ კლიენტთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ახდენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, დაცვის პოლიცია მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მხოლოდ მერიის კუთვნილი ქონების და არა საზოგადოებრივი წერსიგის დაცვას ახორციელებდა. ისევე, როგორც ამჟამად ქ. თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ფუნქციას, მხოლოდ ბაღებისა და სკვერებში განთავსებული ქონების დაცვა წარმოადგენს. ამასთან, ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ამ პერიოდში ბაღებსა და სკვერებში, რომლებშიც მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები მორიგეობენ, დანაშაულის ჩადენის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, მინისტრის განცხადება ამ მიმართულებით არის ტყუილი. აღნიშნული კი, კიდევ ერთხელ, ნათლად მიუთითებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ისე, რომ მის საკუთარ ფუნქციებში ვერ გაერკვა, კვლავ აგრძელებს, უპასუხისმგებლო პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთებას“ - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა