საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი.
მისი თქმით, ის იქ იქნება სადაც ეს ქვეყანას დასჭირდება.
„ მე ვაჩვენე მაგალითი, როდესაც პოლიტიკაში მოსვლის დროს  ჩემი ქვეყნის სამსახურში ჩავდექი. მე პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ნამდვილად არ მქონდა. ახლაც მაქვს განცდა, რომ ვალდებული ვარ  ჩვენს ქვეყანას ვემსახურო და მე ვიქნები ქვეყნის სამსახურში. სადაც უფრო საჭირო იქნება იქ დავრჩები და არსად წასვლას არ ვაპირებ" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












