თბილისის მერიის სამსახურებში საფინანსო მაკონტროლებელი სამსახურის შესვლის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ კომენტარი გააკეთა.
უგულავას თქმით შემოწმების ფაქტში უჩვეულო არაფერია, თუმცა მისი მასშტაბურობა და ინტენსივობა საეჭვოა.
„შეკითხვას ბადებს ის, რომ ერთდროულად მერიის 7 სხვადასხვა უწყებაში საფინანსო მაკონტროლებელი სამსახურები არიან შესულები. დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ არ მოხდეს არცერთი ამ სამსახურის პარალიზება.
სახეზეა პოლიტიკური დევნის ნიშნები, როდესაც ყველგან ერთდროულად ხდება შემოწმება. შეკითხვას ბადებს არა ის ფაქტი რომ რაიმე მოწმდება, არამედ ის თუ რა ფორმით, ინტენსივობით და მასშტაბით ხდება შემოწმება“- განაცხადა თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში.

















