პენსიის დასანიშნად მიმართვა შესაბამისი უწყებისთვის მოქალაქეებს ელექტრონული ფორმითაც შეუძლიათ.
ამის შესახებ განცხადება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
"მოიხსნება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, პენსიონერს მხოლოდ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შეეძლო საპენსიო დაწესებულებაში საქმის წარმოების დაწყება," – აღნიშნა ანდრია ურუშაძემ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში დღეს საპენსიო რეფორმაზე იმსჯელეს. ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატებს საპენსიო და სოციალური პაკეტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

















