საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
ფანჯიკიძე ამერიკაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიწვევით გაემგზავრა. 
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდება აგრეთვე საქართველოს თემაზე მომუშავე კონგრესმენებს, სენატორებს და ექსპერტებს. 
ქართული დელეგაცია ვაშინგტონიდან მექსიკაში გაემგზავრება სადაც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება. გარდა ამისა საგარეო საქმეთა მინისტრი მინაწილეობას მიიღებს ბრიუსელში ნატოს მინისტერიალში და დუბლინში, ეუთოს მინისტერიალში. 
ფანჯიკიძე საქართველოში 8 დეკემბერს დაბრუნდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












