ესტონეთში ვიზიტით მყოფი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო  მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი,  
ესტონეთის  თავდაცვის მინისტრს ურმას რეინსალუს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ესტონეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების  სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი  და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებაში ესტონეთის   მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 
ესტონეთის თავდავცის მინისტრთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აგრეთვე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ავღანეთში ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) საერთაშორისო მისიის ფარგლებში საქართველოსა და ესტონეთის შეტანილი წვლილის მნიშვნელობაზე.
ვიზიტის ფარგლებში ალექსი პეტრიაშვილმა შეხვედრა გამართა გამართა აგრეთვე,  ესტონეთის პარლამენტის საქართველო-ესტონეთის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან  ანდრეს ჰერკელთან.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












