რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის პირველი მოადგილის, თენგიზ შერგელაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით დღეს პოლონეთში გაემგზავრა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტის მიზანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პოლონეთის რეგიონული განვითარების სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხების განხილვა, 2012 წელს განხორციელებული პროექტების შეჯამება და 2013 წელს, ორი ქვეყნის უწყებებს შორის  თანამშრომლობის გეგმებზე მსჯელობა გახლავთ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქართული დელეგაციის შეხვედრა პოლონეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილესთან  მარცელი ნიეზგოდასთან,  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან  ქალბატონ კატარჟინა პელჩინსკა-ნალეჩთან და სხვა  თანამდებობის პირებთან.
ვიზიტი 2 დღიანია და 29 ნოემბერს დასრულდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












