პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა  და „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი  ვლადიმერ ხომერიკი   რუსეთის სახელმწიფო დუმის „ერთიანი რუსეთის“, 
„ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ და „კომუნისტური პარიტის“ ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 
პარტიის პრესსამსახურის ცნობით,  შეხვედრა გაიმართა რუსეთის სათათბიროს ერთადერთ ქართველ დეპუტატთან მიხეილ ბერულავასთანაც. შეხვედრებზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები იქნა განხილული.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












